ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყება


ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, პროცესს ბრალდებულიც დაესწრება.

შეგახსენებთ, შემთხვევა ზუგდიდში, „2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი 43 ადამიანი. მან ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო. ბადრი ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან