დევნილები კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიას აღარ მიიღებენ
02/06/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
1 მარტიდან, კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილები კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიას აღარ მიიღებენ. დევნილთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, 1 მარტიდან აღნიშნული სახით დასახლებული დევნილების შემწეობა 22-დან 45 ლარამდე იზრდება და ისინი კომუნალური გადასახადის დაფარვას თავად შეძლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნულ გადასახადებს სრული დაფარვით 4 წელია უკვე, რაც თავად იხდიან. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების კომუნალური დანახარჯის დასაფარად სახელმწიფო ყოველწლიურად დაახლოებით 11 მილიონ ლარს იხდიდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1duxfih
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1duxfih