კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა სოფელ ნიქოზში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამარხი მოინახულა. თეა წულუკიანი ნიქოზში გორის მერთან მერთან ერთად იმყოფებოდა. სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ ფარგლებში, სოფელ ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა. აღმოჩენილია ბრინჯაოს ბრტყელი ცული, ბრინჯაოსა და რკინის, ლითონსადნობი ქურის ნიშნები. ასევე, გამოვლინდა პრეისტორიული პერიოდის ნიმუშები, კერძოდ მტკვარ-არაქსის მასალები და აღმოჩნდა სამარხი მიცვალებულის ნაშთებით. თეა წულუკიანმა არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ მომავალშიც იქნება მხარდაჭერილი. აღმოჩენილ ნივთებს შემდგომი მოკვლევისა და რესტავრაციის მიზნით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრში გადაიტანენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.