„მოამბე“ სტიქიის ეპიცენტრიდან

08.02.2023 04:49

მიწასთან გასწორებული მრავალსართულიანი შენობები, 11 000-ზე მეტი დაღუპული, სტიქიური უბედურების ზონად ქცეული 10 პროვინცია და ნანგრევების ქვეშ გატარებული უმძიმესი საათები - დამანგრეველი მიწისძვრიდან მესამე დღეს თურქეთსა და სირიაში მსხვერპლის რაოდენობა თითქმის ყოველ საათში იზრდება.

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი არის ადიამანი, სადაც „მოამბის“ გადამღები ჯგუფი მუშაობს. სწორედ ადიამანში იმყოფებიან საქართველოდან გაგზავნილი მაშველებიც. სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილ 60-კაციან ჯგუფს დღეს კიდევ 40 მაშველი დაემატება. კადრები, რომლებსაც ამ ქალაქიდან ვიღებთ, მძიმე საყურებელია. ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანთა გამოყვანას ამ წუთებშიც ცდილობენ. მათ შორის ერთ-ერთი, 21 წლის ქალი ქართველმა მაშველებმა გადაარჩინეს.  

„მოამბე“ ქალაქი ადიამანიდან - ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani