უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ


უკრაინელი ხალხის პასუხი რუსეთიდან მოსალოდნელ აგრესიას - ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით, უკრაინა ერთიანობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული დროშები და სახელმწიფო ჰიმნი - კიევში მთელი დღის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა სამხედრო პოლიგონზე წვრთნებს განაგრძობს.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არიან, იქნება ეს შიდა დესტაბილიზაცია თუ კიბერთავდასხმები, რომლებიც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა. მთავარი სამიზნე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო და კიდევ რამდენიმე უწყება იყო.

უკრაინაში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლევან ახალაია, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე მუშაობენ - „მოამბე“ კიევიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან