ინდოეთის მიმართულებით ავიარეისების სიხშირე იზრდება


საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიარეისები გახშირდება - აზიის ყველაზე მსხვილი და დაბალბიუჯეტიანი კომპანია „ინდიგო“ ფრენების რაოდენობას ამატებს. „თბილისი-ნიუ დელის“ მიმართულებით კვირაში სამი რეისის ნაცვლად, ავიამიმოსვლა ყოველდღიური გახდება. გადაწყვეტილების მიზეზად ინდოეთიდან ბოლო პერიოდში ტურისტული ნაკადების ზრდა სახელდება.

მოლოდინია, რომ რეისების დამატება მიმოსვლასა და საქმიან ტურიზმს კიდევ უფრო გაააქტიურებს და ტურისტების რაოდენობას გაზრდის. „ინდიგო“, რომელიც 600 მიმართულებით დაფრინავს, მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართულ ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან