ახალი ავიახომალდი - „ბოინგ 767-300“ პრეზენტაცია

14.06.2024 03:59

საქართველოს საავიაციო პარკს ახალი ხომალდი დაემატა - „ბოინგ 767-300“ საქართველოს საავიაციო ისტორიაში პირველი დიდკორპუსიანი სამგზავრო თვითმფრინავია. ის რეისებს ჩინეთის, ინდოეთისა და ტაილანდის მიმართულებით შეასრულებს. Georgian Airways​-ს ლაინერი ლიზინგის წესით გადასცეს. ხომალდს 12-საათიანი ფრენების შესრულება უწყვეტად შეუძლია. გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებითა და კომფორტული ინტერიერით. პირველი რეისი ჩარტერული იქნება. „ბოინგ 767-300“-ის პირველი მგზავრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩზე მიმავალი გულშემატკივრები იქნებიან.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: