#მოამბე 21 საათზე, 4 მარტი, 2024 #LIVE

04.03.2024

• FARA-ს დოკუმენტების მიხედვით დავით კეზერაშვილის მფლობელობაში არსებულმა ტელეკომპანია „ფორმულამ“, რომელიც ფინანსების სიმწირეს დეკლარირებს, ამერიკულ კომპანიას ლობისტური საქმიანობისთვის ნახევარ მილიონ დოლარამდე გადაუხადა - ხელისუფლება ლობიზმს ამოფარებულ რეალურ პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობს • სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა - მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შინ თუ გარეთ საკითხის გააქტიურება პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალებისთვის ნიადაგის შექმნას უკავშირდება; პოლიტიკური სპექტრი ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინში და შეფასებები • რუსულ მედიაში გავრცელებული სკანდალური აუდიო მასალა და ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური დემარში გერმანიის ელჩს - ბერლინი მოსკოვს საინფორმაციო ომში ადანაშაულებს, კრემლი კი აცხადებს, რომ გერმანელ სამხედრო მაღალჩინოსანთა აუდიო ჩანაწერები უკრაინის ომში კოლექტიური დასავლეთის ჩართულობას ადასტურებს და ბუნდესვერი კანცელერის გვერდის ავლით მოქმედების შესაძლებლობას განიხილავს • პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ხმაურიანი კანონპროექტის განხილვას განაგრძობს - დოკუმენტის დეტალები, მთავარი პრინციპები და ოპოზიციისა და ცხოველთა დამცველების შეკითხვები საკანონმდებლო ინიციატივის ირგვლივ ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: