რამდენიმესაათიანი პროტესტის შემდეგ, გორში გამართული აქცია დასრულდა. სოფელ ხელთუბანში 6 ივლისს გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებისთვის ორკვირიანი ვადა მისცეს. ასევე მოითხოვეს შეხვედრა გენერალურ პროკურორთან, სახალხო დამცველთან და პრემიერ მინისტრთან. დაღუპულის ახლობლები ობიექტური გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.
გორის საკრებულოსთან აქციას დღეს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ. მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა შეკრებილებთან გორის საკრებულოს თავმჯდომარის საუბარი. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც დავით რაზმაძემ პროცესს პოლიტიკურად მართული უწოდა. ქალაქის ცენტრამდე დაღუპული მოზარდის ახლობლებმა აქცია ცენტრალურ ავტომაგისტრალთან მოაწყვეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკვეთა სცადეს, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა სამართალდამცავებთან. დაღუპული თორნიკე მერებაშვილის საქმეს ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს და მოზარდის დაღუპვის ზუსტი მიზეზების დასადგენად, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.