შეხვედრა ამერიკის თავდაცვის წარმომადგენლებთან

05.09.2020 00:34

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ პოლივას სტრაზდასს და პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში აშშ-ის საელჩოს მრჩეველს მაიკლ ჰონიგშტაინს შეხვდა. ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, სადაც ისაუბრეს  ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და თავდაცვის მინისტრის მოადგილეც დაესწრნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: