საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

10.02.2023 06:56

თბილისი ვაშინგტონიდან მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის და ამერიკის თავდაცვის მდივნის შეხვედრა მნიშვნელოვანი გზავნილებით დასრულდა. ქვეყანას სამხედრო შესაძლებლობების მარტივად მოთხოვნის და შეძენის საშუალება ექნება - ეს არის მთავარი აქცენტი ლოიდ ოსტინის განცხადებიდან. პენტაგონში გამართული აუდიენციის დროს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოზიციაა, რომ საქართველომ დასავლეთთან კავშირები გააღრმავა. ვაშინგტონიდან მიღებულ სწორედ ამ ორ მთავარ გზავნილს უპირისპირებს მმართველი გუნდი იმ ოპონენტებს, რომლებიც ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ. უკრაინის ომის გამო გაუარესებული უსაფრთხოების და ლოიდ ოსტინის ახალი განცხადებების ფონზე, ოფიციალური თბილისი სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დინამიკის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდება. სკეპტიციზმი მაინც იკვეთება ოპოზიციის ნაწილში, რომელიც ფიქრობს, რომ თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ხელისუფლება საკმარის ნაბიჯებს არ დგამს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში
00:39

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში
00:49

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი
01:14

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს უმასპინძლა
01:18

ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს უმასპინძლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლევან იზორია აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა
01:14

ლევან იზორია აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა
02:38

ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა

სააგენტო GUARDIAN GE

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი
08:47

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა
02:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო