დე ფაქტო სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში


ცოტა ხნის წინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოში საქართველოს უკანონოდ დაკავებული  მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი  გაიმართა.  სხდომა ხვალ პირველი საათისთვის გადაიდო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს.  საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან.   ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე თითქოს ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ. ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან