გვარის ისტორია - გაგუა

01/18/2017
Radio Atinati-ის მიერ

ერთი შეხედვით გაგუა პირსახელ გაგუ-ს შემცველი გვარსახელია. ეს უკანასკნელი კი მეგრულისათვის დამახასიათებელ ანთროპონიმთა ბოლო მოკვეცილობის შედეგადაა წარმოშობილი მეგრულსავე პირსახელიდან გაგური, გაგურია, რომლისგანაც თავის მხრივ ასევე მეგრულისათვის დამახასიათებელი ფონეტიკური მახასიათებლის გამო შეიძლებოდა მიგვეღო პირსახელი გაგული, გაგულია.
გაგური სემანტიკურად სავსებით გამჭვირვალეა. გა - მეგრულად ნიშნავს ქედს, თხემს, ხოლო გური გულს. გა გური კი სიტყვასიტყვით ქედის გულს. ამგვარი სახელი სახელდების პრიმიტიულ ხანაში შეიძლება წარმოშობილიყო და დიდგულა კაც-ს ნიშნავდეს. მაგრამ სინამდვილეში აქ გვაქვს ძველ საქართველოში გავრცელებული ანთროპონიმი გაგი, რომლის ფონეტიკური ვარიანტებია გაგუ - გაგო. მეგრულში გაგუ პირსახელად დასტურდება1828 წლის ერთ დოკუმენტში, სადაც მოწმეებს შორის დასახელებულია გაგუ არქანია.

ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა \"გვარის ისტორია\" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან