ინტერვალი - გზა

11/21/2020

სიმღერა ჩაწერილია და დამიქსული ინტერვალის მიერ

ლირიკა
ნიავს ეს სევდის ფოთლები მიაქვს,
მიაქვს იქ, სადაც ვერ ვისმენთ შრიალს,
ამ სამყაროში გრძნობების ტალღა
ვეღარ აჰყვება დაკარგულ ნიავს.

მისი ფიქრები ეძებს მომავალს,
სხვა სამყაროდან იმედით მომავალს,
ეძებს იმ ნიავს გაბნეულს გრძნობაში
აზრთა გმობაში, ფოთლების გლოვაში...


და მეც მივყვები ნიავს, ფოთლების შრიალს
უქვიშო უდაბნოს ქარების გრიალს,
ვიპოვი პასუხს სამყაროს ხმებში
სიო კი ისევ გაქრება მთებში

უსაზღვრო ღრუბლების სითეთრის მზერაში
შეამჩნევს გრძნობების ანთებულ ფითილს
უფერო უაზრო კედლების ნგრევაში
მიიწევს წინ და გაურბის სიკვდილს


სხეულს გამოეყოფა გონება
ნიავი რუტინას აღარ ემონება
ის კი გაქრება ამბიციაში
და მგლოვიარე ფოთლების შრიალში


და მეც მივყვები ნიავს, ფოთლების შრიალს
უქვიშო უდაბნოს ქარების გრიალს,
ვიპოვი პასუხს სამყაროს ხმებში
სიო კი ისევ გაქრება მთებში

Social Links:
Facebook : https://www.facebook.com/IIntervall/
Instagram : https://www.instagram.com/intervallof...
SoundCloud: https://soundcloud.com/dx5z8nu2in1i