თელავის მოსახლეობას წყალი ისევ შეზღუდვით მიეწოდება. როგორც შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის\" მენეჯერი ალექსანდრე შათირიშვილი აცხადებს, დაბალი ტემპერატურის გამო რამდენიმე უბანზე წყალი გაყინულია. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ამჟამად წყალი არ მიეწოდება რუსთაველის 90-ე ნომერში მცხოვრებ მოსახლეობას. წყლის გაყინვის გამო ხვალიდან წყალს დღეგამოშვებით მიიღებენ მშვიდობისა და დავითაშვილის ქუჩების მცხოვრებლები. მისივე განცხადებით, სხვა უბნებზე პრობლემები არ არის და წყლის მიწოდება ჩვეული გრაფიკით მიმდინარეობს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1hSOD7U
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1hSOD7U