თეატრის ფასადზე ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თეატრის ფასადისა და „ახალი ბაღის\" სამომავლო იერ-სახის გამოსავლენად მოსახლეობაში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 88% თეატრის ამჟამინდელი ფასადის შეცვლის მომხრეა, ხოლო 60% თანახმაა, თეატრის ფასადს ხელახალი რეაბილიტაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუტარდეს, თუ ახალი ფასადი პირვანდელ და ამჟამინდელ ფასადთან შედარებით, უფრო ლამაზი იქნება.
კვლევა პარლამენტის თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა სამხარაულის, ინიციატივით და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჩართულობით 12 თებერვალს დაიწყო. სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში, სულ 615 ოჯახის ერთი წარმომადგენელი გამოიკითხა. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, კვლევის შედეგად, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას საშუალება მიეცა, არქიტექტორებისთვის სწორედ ისეთი საპროექტო დავალება შეიმუშაოს, რომელიც თელავის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრს გამოხატავს.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1lvIdgn

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან