სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ სოფელ იყალთოში
თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და ორგანიზებით, 18 ოქტომბერს, სოფელ იყალთოში სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ გაიმართება. სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები იყალთოს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 საათზე დაიწყება. სახალხო ზეიმში მონაწილეობას კახეთის რეგიონში მოქმედ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც მიიღებენ. იყალთოს აკადემიის ეზოში ხალხური რეწვის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, სადაც სტუმრებს საშემოდგომო ნობათით და ტრადიციული კახური სამზარეულოთი უმასპინძლებენ. გაიმართება მხატვართა ნამუშევრების გამოფენაც. ღონისძიების დასასრულს, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაასახელებს იყალთოს საპატიო მოქალაქეებს. დღესასწაულს დაესწრებიან სტუმრები როგორც კახეთის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე თბილისიდან და ფოთიდან. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/104JhQW
მსგავსი ვიდეოები
„შოთაობა“ სოფელ იყალთოში
ტელეკომპანია თანამგზავრი
ასპინძაში სახალხო დღესასწაული „შოთაობა 2018″ აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ რუსთავში „შოთაობა“ აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვარძიაში სახალხო დღესასწაული „შოთაობა“ აღინიშნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვარძიაში სახალხო დღესასწაული "შოთაობა" იზეიმეს
მეცხრე არხი ახალციხე
შოთაობა - კულტურის მინისტრის ვიზიტი ვარძიაში
culturegovge culturegovge
კულტურის მინისტრის ვიზიტი ვარძიაში
culturegovge culturegovge
ასპინძაში "შოთაობის" სახალხო დღესასწაული იზეიმეს
მეცხრე არხი ახალციხე