პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტი დაიწყო.
20 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად პოეზიის სახალხო დღესასწაულს „შოთაობას“ დაესწრო, რომელიც ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და პრემიერის ინიციატივა - ვარძიის კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება.
მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ვარძიის კომპლექსისათვის 570 000 ლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 5 სექტემბერს მიიღო.
უნიკალური კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის 4 წლიანი პროექტის I ეტაპზე დაგეგმილია მულტიდისციპლინარული კვლევები და მთელი რიგი სამუშაოები.
პროექტის შედეგად: შემუშავდება ვარძიის კომპლექსის კლდის დაზიანებათა და ქვათაცვენის რისკების პირველადი რუკები; მოხდება საკონსერვაციოს საჭიროებების პირველადი შეფასება;
კონკრეტული გადარჩენითი ღონისძიებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის მასების ფერდობებზე ჩამოდინება და შესაბამისად მოხდება ქვათაცვენის რისკების შემცირება;
კონკრეტული რისკების მოხსნით (კლდის 2 ლოდის გამაგრება) აღმოიფხვრება კომპლექსის ფრაგმენტის განადგურების საშიშროება და უზრუნველყოფილი იქნება ვიზიტორებისა თუ მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება.
სახალხო დღესასწაული „შოთაობა” თანამედროვე მუსიკის შემსრულებელი ბენდის ,,ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლის „თამარისი“ კონცერტით გაიხსნა. პარალელურად, მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენა-გაყიდვა და სპორტული ღონისძიებები: მკლავჭიდი, ქართული ჭიდაობა, საჯილდაო ქვის აზიდვა.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045