აქციის მონაწილეები ელგუჯა ბაგრატიონს სოლიდარობას უცხადებენ
''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატებს ჯაჭვი წაართვეს და უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე მხოლოდ ბოქლომის ჩამოკიდება მოახერხეს. ოპოზიციური პარტიის წევრებმა თავდაპირველად ჭიშკართან მისვლა ვერ შეძლეს, მათ პოლიცია არ უშვებდა. სამართალდამცველებს გზა ჩაკეტილი ჰქონდათ. მოგვიანებით უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ასმათ დიასამიძე და გია დიასამიძე ჭიშკარს მიუახლოვდნენ და ბოქლომი ჩამოკიდეს. "სიმბოლურად ჩამოვკიდეთ ბოქლომი, ეს პროცესები გაგრძელდება. გუჯას 13 დღიანი პატიმრობა ვერაფერს დააკლებს, ის გამოვა და ბრძოლას გავაგრძელებთ" - განაცხადა გია დიასამიძემ, რომელმაც აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო. უმაღლესი საბჭოს შენობასთან პარტიის წევრები და აქტივისტები დილიდან მივიდნენ. ადგილზე იყო პოლიციაც. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ბოქლომის ჩამოკიდება მხოლოდ ღობეზე შეეძლოთ. ცენტრალურ კარზე ბოქლომის დადების უფლებას კი ვერ მისცემდნენ. აქციის მონაწილეები ელგუჯა ბაგრატიონს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ბაგრატიონი 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს, თბილისში დააკავეს. მას სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. #გიორგი_კირთაძე #უმაღლესი_საბჭო
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
აქცია მთავრობის სახლთან
აჭარა ენმ / Adjara unm
აქცია ბათუმში, მაჟორიტარების ბიუროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციის მონაწილეები
info9 info99
აქციის მონაწილეები
info9 info99
აქციის მონაწილეები „თბილისი პრაიდის“ ოფისში აივნიდან ავიდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციის მონაწილეები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდელების სოლიდარობის აქცია ზვიად რატიანის მხარდასაჭერად
Radio Atinati
აქციის მონაწილეები მერიის წარმომადგენლებს პარლამენტის წინ ბა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster