ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში

07.01.2022 00:37

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 300 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 5, 4 მილიონი ადამიანი. მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული აღრიცხულია აშშ-ში, ვირუსი 58 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 35 მილიონი ინფიცირებულით, მესამე - ბრაზილია, 22 მილიონი შემთხვევით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, „ომიკრონ“ შტამის გამო, ბოლო პერიოდში გლობალურად, ვირუსის გავრცელების ტემპი გაიზარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: