ზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების...

09/21/2012
odishitv-ის მიერ

ზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა.

ზუგდიდის N4 სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების\" აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ, ისინი აპროტესტებდნენ გლდანის N8 საპყრობილეში პატიმართა მოპყრობის ფაქტებს და სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებას. აქცია თავდაპირველად კოალიციის ახალგაზრდა აქტივისტებმა დაიწყეს და საზოგადოებას არსებული ფაქტები კიდევ ერთხელ შეახსენეს.

მომხდარზე საკუთარი მოსაზრება სამეგრელო ზემო სვანეთის სახალხო დამცველის აპარატმაც გამოთქვა

ზუგდიდის საპყრობილის წინ გამართულ საპროტესტო აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც შეუერთდნენ, დღის ბოლოს აქციიის მონაწილეებმა სამოქალაქო მსვლელობა გამართეს და ზუგდიდის პროკუტარურისკენ გადაინაცვლეს. აქცია მალევე დაიშალა
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/