დავით გურამიშვილის 220 წლის..

08/15/2012
odishitv-ის მიერ

დავით გურამიშვილის 220 წლის იუბილეს ზუგდიდელთა დელეგაციაც დაესწრო.

4 აგვისტოს საქართველოს დელეგაცია დავით გურამიშვილის ხსოვნის 220 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.დავით გურამიშვილი- ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, მე-XVIII საუკუნის ერთერთი უდიდესი პოეტ,თავისი ცხოვრების ნახევარი გაატარა ქ.მირგოროდში. დევნილმა პოეტმა გულით შეიყვარა უკრაინის მიწა-წყალი,სტუმართმოყვარე უკრაინელები,ენა და სიმღერები, სწორედ მირგოროდში იპოვა გურამიშვილმა დიდი სიყვარული.გურამიშვილის პოეზიას უკავშირდება ქართული ლიტერატურის დემოკრატიზაციის პროცესი და დასავლური ეგზოტიკიდან გამოსვლა. ღონისძიების საპატიო სტუმრები საქართველოდან იყვნენ საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი \"მართვე\" \"ცოტნე დადიანის დარბაზისა და ზუგდიდისა და ცაიშის სულიერებისა და კულტურის ცენტრის 7 კაციანი ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობას დეკანოზი მალხაზ ჭანტურია უწევდა.ღონისძიების ფარგლებში დავით გურამიშვილის სახელობის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ფასადზე მემორიალური დაფა გაიხსნა ასევე გაიმართა. ქართველი ფოტოგრაფის შალვა ლონდარიძის ფოტოგამოფენა.დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ სამოქალაქო პანაშვიდი გადაიხადა დავით გურამიშვილის საფლავზე; მირგოროდის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც ქართველმა შემსრულებლებმა მიიღეს მონაწილეობა.ზუგდიდელთა დელეგაციის უკრაინაში გამგზავრება ფინანსურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო.

ღონისძიებას ორგანიზატორობას უწევდა ქართველთა ასოციაცია უკრაინაში „იბერიელი\"და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია\".
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/