ნიკა მელიას ადვოკატის განცხადება

29.03.2021 04:50

მაშინ როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევას უკვე მეორედ ცდილობს, განცხადებას აკეთებს იმ პოლიტიკური ლიდერის ადვოკატი, რომლის პატიმრობა მოლაპარაკების დროს უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი თემაა. გიორგი კონდახიშვილის მტკიცებით, გირაოს გადახდით ნიკა მელიას გამოშვება სამართლებრივად შეუძლებელია, რადგან მას აღკვეთის ღონისძიებად თებერვლის ბოლოს პატიმრობა აქვს შეფარდებული და შესაბამისად, 3 ნოემბრის გირაოს გადაწყვეტილება გაუქმებულია. ადვოკატი პარტიის ოფისში მიღებულ წერილზეც საუბრობს. ვინ არის ბესიკ ბოგველი და რა წინადადებით მიმართა მან პროკურატურას, - ნოდარ ჩაჩუამ მოისმინა ნიკა მელიას ადვოკატის განცხადება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: