სააკაშვილი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ დახსნას ითხოვს

19.01.2024 07:48

როგორც ჩანს, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო დღის წესრიგში ლიდერის გათავისუფლების საკითხიც გააქტიურდება. მოთხოვნას ამჯერად თავად მიხეილ სააკაშვილი აყენებს. კლინიკაში მყოფი ექს-პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად აცხადებს და ხალხს მოუწოდებს, რომ ტყვეობიდან დაიხსნან. ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დამფუძნებლის მოთხოვნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის გუშინდელ ანგარიშს ეყრდნობა, რომელიც პოლიტიკურმა სპექტრმა სხვადასხვანაირად წაიკითხა. სამედიცინო მომსახურების და კლინიკაში არსებული პირობების დადებით შეფასებებთან ერთად დოკუმენტი ცალკეულ შენიშვნებსაც მოიცავს. მმართველი გუნდი სააკაშვილის გაშვების მოწოდებას მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ მტკიცებულებებს უპირისპირებს. საკითხზე ერთიანი პოზიცია არც ოპოზიციურ ფლანგზეა. საკითხი შიდა დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, რომლის ახალი მენეჯმენტი თავის დროზე ლიდერის გათავისუფლების პირობას დებდა. შიდა არჩევნებიდან ერთი წლის თავზე შეუსრულებელი დაპირების გამო პარტიიდან წასულ მელიას გუნდს ყოფილ თანაგუნდელებთან კითხვები აქვს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართვა
01:22

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გახარია: ქართულ მედიაზე, გადადგომის დღეზე, ივანიშვილზე, არჩევნებში გამარჯვების ფორმულაზე
01:52:39

გახარია: ქართულ მედიაზე, გადადგომის დღეზე, ივანიშვილზე, არჩე...

Giorgi Gakharia

სააკაშვილის წერილი - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
03:30

სააკაშვილის წერილი - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა - შეფასებები
03:34

მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავ...

TV IMEDI

ნონა მამულაშვილის ინიციატივა
01:18

ნონა მამულაშვილის ინიციატივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაუქმებული სასჯელი - ახალაია \"ციხის ბუნტის\" საქმეზე მისჯილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
04:26

გაუქმებული სასჯელი - ახალაია "ციხის ბუნტის" საქმეზე მისჯილი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მიდის თუ არა სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან
07:22

მიდის თუ არა სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების კამპანიაში ერთვება
06:15

ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდ...

TV IMEDI

ყველა ვიდეო