აღკვეთის ღონისძიება


ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. გელა კვარაცხელიას პროცესზე ადვოკატი არ ჰყავდა და მან თავად მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა.

გელა კვარაცხელიას რამდენიმე პირთან ერთად, ბრალად ედება 14 მაისს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან