საცდელი წვრთნები ბათუმში

13.09.2019 00:39

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში ძებნა-გადარჩენისა და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ნაციონალური წვრთნები იმართება. ~

სწავლებაში ჩართულია ექვსი გემი, ოთხი კატარღა, ორი ბუქსირი და ერთი ვერტმფრენი. ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრასთან ბრძოლისთვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებას. ასევე, კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული მოქმედებების დამუშავებას ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციის, ავარიული გემებისთვის დახმარების გაწევის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ორგანიზებისა და ზღვასა და ხმელეთზე ნედლი ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის სრულმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარების დროს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani