სამეფო საზღვაო ძალების წვრთნები უახლესი ტექნოლოგიების "the Gravity Jet Suit"-ის გამოყენებით
სამეფო საზღვაო ძალების წვრთნები უახლესი ტექნოლოგიების "the Gravity Jet Suit"-ის გამოყენებით ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებმა მორიგი საცდელი წვრთნები ჩაატარა "the Gravity Jet Suit"-ის (გრავიტაციული რეაქტიული კოსტიუმი) გამოყენებით. გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს საზღვაო დესანტის სწრაფი და ეფექტური რეაგირების აქამდე წარმოუდგენელი შედეგები. "the Gravity Jet Suit"-ის გამოყენებით საზღვაო ძალების ჯარისკაცი იძენს მფრინავი ობიექტის ყველა თვისებას. მას შეუძლია სწრაფად გადააფრინდეს ნებისმიერ ბარიერს და მისთვის ხელსაყრელი პოზიცია დაიკავოს საბრძოლო გემსა თუ კატერზე მოწინააღმდეგისთვის წარმოუდგენელი ეფექტურობით. მდიდარი საავიაციო ტრადიციით გამორჩეულ ოჯახში დაბადებულმა, ყოფილმა ნავთობის ბიზნესმენმა და სამეფო საზღვაო ძალების რეზერვისტმა რიჩარდ ბრაუნინგმა 2017 წლის მარტში დააარსა საავიაციო ინოვაციური კომპანია, რათა ადამიასთვის ფრენის შესაძლებლობა შეექმნა. შედეგი სახეზეა, "the Gravity Jet Suit"-ი 1000 ცხენის ძალის სიმძლავრის რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი, მისი ადამიანის ბუნებრივ ბალანსთან შერწყმით მანევრული და ეფექტიანი ფრენის შესაძლებლობა შეიქმნა, რაც ჯერჯერობით სამხედრო სფეროში ექსპერიმენტულ-საწვრთნელი მიზნებით გამოიყენება, სავარაუდოდ, სამოქალაქო დანიშნულებითაც მალე გახდება ხელმისაწვდომი. #ჰიბრიდულიომი #საინფორმაცოომებიდასაზოგადოება #კონფლიქტი
Zaza Tsotniashvili-ის სხვა ვიდეოები
გადაცემა "ჩვენი დრო\
08:13
2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინ...
04:54
რიჩარდ პიმენტალი - გააღვივეთ ადამიანებში რწმენა, თ...
20:25
პრობლემები განათლების სისტემაში
01:00
საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება
04:45
მორიგი კიბერ შეტევა ქართულ მედიასაშაუალებებზე
07:22
ზაზა ცოტნიაშვილი: ოკუპაცია და მისი მძიმე შედეგები
02:05
განათლება და საქართველოს მომავალი