კომპანია „Demaclenko“-ს სარჩელი
იტალიური კომპანია „დემაკლენკოს“ იურისტები აცხადებენ, რომ 2023 წელს ბაკურიანში დაგეგმილ სნოუბორდის ჩემპიონატთან დაკავშირებით, შესყიდვა სახელმწიფო კომპანიამ არაობიექტურად, არაკონკურენტულ გარემოში განახორციელა. იურისტების განცხადებით, სახელმწიფო კომპანია „ემ თი ეის“-მა 137 მილიონ 800 ათას ლარზე გამოაცხადა შესყიდვა, როცა რეალური ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო. მათივე განმარტებით, ხელოვნური გათოვლიანების სისტემას კომპანია „დემაკლენკო“ 47 მილიონი ლარით ნაკლებად სთავაზობდა, თუმცა ამის მიუხედავად, სხვა, ასევე იტალიური კომპანია გახდა გამარჯვებული. როგორც კომპანია „დემაკლენკოს“ იურისტები აცხადებენ, ერთ კომპანიაზე მორგებული პირობები, კერძოდ, ისეთი წლიური ბრუნვა და ასევე სხვა აისო სერთიფიკატები იყო მოთხოვნილი, რაც კონკრეტულად მორგებული იყო მათ კონკურენტ კომპანიაზე და თავიდანვე ნათელი იყო, რომ გამარჯვება მხოლოდ ერთ კომპანიას შეეძლებოდა. იურისტების განმარტებით, „დემაკლენკო“ მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კომპანიაა. მას გათოვლიანების სისტემები ამერიკაში, ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ჩინეთში რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს უზრუნველყოფილი. 2014 და 2021 წლებში საქართველოში დემაკლენკოს განხორციელებული აქვს პროექტები ბაკურიანში და გუდაურში. მოპასუხე - შპს „ემ თი ეის“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ დამატებითი განმარტებების გაკეთებას აღარ აპირებენ. მათ უკვე გავრცელებული აქვთ საპასუხოდ განცხადება, სადაც აღნიშნულია კონკრეტული გარემოებები, რის მიხედვითაც „დემაკლენკო“ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
4 დღეში გუდაურში სათხილამურო სეზონი იხსნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ამ წუთებში გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების პროცესი მიმდინარ...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
კომპანია ZAG-ის თანამშრომლები | მთავარი აქცენტები
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
კომპანია „ფილოუ“ საექსპორტო ბაზარზე გასასვლელად ემზადება
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
„ფაიზერი“ მესამე დოზაზე ავტორიზაციას ითხოვს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კომპანია „ენკას“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Rose of sharon - ქართული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს კორ...
Music Box
აღმართზე ვარჯიში - მექანიკა ( პრაქტიკული მეცადინეობა )
Mamia Toronjadze