„კრემლი ცდილობს უკრაინელების დაპირისპირებას“- ალექსეი არესტოვიჩის განცხადება

22.01.2023 02:16

„დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, იური რომანენკოსთან ინტერვიუში განაცხადა. არესტოვიჩმა სოციალურ ქსელებში მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ „სიძულვილის კამპანიაზე“ ისაუბრა. ეს კამპანია 14 იანვარს, რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე მიტანილი იერიშის შემდეგ არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. 14 იანვარს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტა მას შემდეგ დაეცა, რაც ის უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ეს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ დაადასტურეს. მოგვიანებით, თავად არესტოვიჩმა განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაკავებული თანამდებობა დატოვა. ჟურნალისტ იური რომანენკოსთან ინტერვიუში არესტოვიჩი მკაცრად გმობს მის წინააღმდეგ აგორებულ სიძულვილის კამპანიას და ამასთან ერთად აცხადებს, რომ ეს კამპანია რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა. არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ კრემლი ცდილობს უკრაინელების დაპირისპირებას და მოსკოვს შეგნებულად აქვს არჩეული სამიზნეები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

რუსეთი არქტიკაში პოზიციების გამყარებას ცდილობს
02:07

რუსეთი არქტიკაში პოზიციების გამყარებას ცდილობს

ამერიკის ხმა

#ახალიკვირა  ფინანსური სამკუთხედი
08:24

#ახალიკვირა  ფინანსური სამკუთხედი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - 2018 წლის გუბერნატორის არჩევნები რუსეთში
08:16

42° პარალელი - 2018 წლის გუბერნატორის არჩევნები რუსეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

42° პარალელი - დემონსტრაციები ნიკარაგუაში / 2018 წლის გუბერნატორის არჩევნები  რუსეთში
24:27

42° პარალელი - დემონსტრაციები ნიკარაგუაში / 2018 წლის გუბერნ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დუმა  ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვას განიხილავს
01:25

დუმა ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვას განიხილავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთის პოლიტიკა და საბჭოთა მემკვიდრეობა
06:07

რუსეთის პოლიტიკა და საბჭოთა მემკვიდრეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სინამდვილეში რამდენი რუსი ჯარისკაცია მოკლული ომში?
02:18

სინამდვილეში რამდენი რუსი ჯარისკაცია მოკლული ომში?

ამერიკის ხმა

,,მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“- წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში
02:20

,,მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“- წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდ...

Radio Atinati

ყველა ვიდეო