„თბილსრესში“ პროტესტი გრძელდება

07.11.2019 00:29

პროტესტი ამ დრომდე გრძელდება თბილსრესში.  გაფიცულია საწარმოს 200-მდე თანამშრომელი. აქციის მონაწილეები ხელფასების 50% -ით მატებასa და პრემია-დანამატებს ითხოვენ. მათი განმარტებით, „თბილსრესის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში შედგა, თუმცა მიღებული პირობა არ შესრულდა. ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც. ადმინისტრაციასთან შეხვედრა დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: