„თბილსრესის“ თანამშრომლების გაფიცვა


უკვე მეოთხე დღეა, „თბილსრესის“ 200 თანამშრომელია გაფიცული. ისინი დღეს დილიდან გარდაბანში „თბილსრესის“ შესასვლელთან არიან შეკრებილები. თავდაპირველად გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვდნენ, თუმცა დღეს დათმობაზე წავიდნენ და ანაზღაურების 300 ლარით მატებას მოითხოვენ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების მცდელობა რამდენჯერმე იყო, თუმცა რამდენიმესაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

გაფიცულების განმარტებით, ადმინისტრაციის მხრიდან, ხელფასის 20%-ით ზრდასთან დაკავშირებით, მხოლოდ სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რაც წერილობით არ გაფორმებულა. გაფიცულებთან იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან