ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ადრეული და სკოლამდელი განათლებისთვის - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „ძველ თელავში“ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბაგა-ბაღებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ამ სფეროს მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. მათი ინფორმაციით, სამუშაო ვარიანტის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტრატეგიის დახვეწის პროცესში დამსწრე საზოგადოების მიერ მიწვდილი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება. აღნიშნული შეხვედრები უკვე ჩატარდა მარნეულში, ბათუმსა და ქუთაისში. ქალაქ თელავის შემდეგ სამუშაო შეხვედრა ახალციხეში გადაინაცვლებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1pqPJXU
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1pqPJXU