ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი დღეს მესამე ე.წ. ბუსტერ-დოზით აიცრა.
მაისში „სინოფარმის“ ორი დოზით აცრილმა ამირან გამყრელიძემ ამჯერად „ფაიზერი“ არჩია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საკუთარი მაგალითით იმის დემონსტრირება სცადა, რომ საქართველოში შემოტანილ „ფაიზერს“ ვადა არ გასვლია. ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედების დაანონსების და ცალკეული წამახალისებელი ღონისძიებების ფონზე ბოლო დღეებში ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით გაზრდილია, თუმცა ექიმების ნაწილს მწვანე საშვის პროტოკოლის მიმართ შენიშვნები აქვს და ფიქრობს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტისთვის მისი მოქმედება არა უვადოდ, არამედ ექვსი თვით უნდა განისაზღვროს. თუმცა, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე პოზიციის გადახედვას ჯერ არ აპირებს.
ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 500-ის ფარგლებში მერყეობს. მკვეთრად მომატებულია მიმართვის მაჩვენებელი საავადმყოფოებში. ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ზღვარზეა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.