სოციალური პროგრამები თვითმმართველი თემის გამგეობაში


თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური დახმარების რამდენიმე პროგრამა ფუნქციონირებს, მათ შორის არის ერთჯერადი ფულადი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მედიკამენტებით დახმარება, ოპერაციების თანადაფინანსება, საბრძოლო მოქმედებებში და ომში გარდაცვლილთა შვილებისთვის დახმარება, ასევე, უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის პროგრამა. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურში აცხადებენ, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მომზადების პროცესშია და საკრებულოს 15 ნოემბრისთვის უნდა წარედგინოს. გამგეობის პრეს-სამსახურის უფროსის, ვერიკო კობიაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები პროექტზე მუშაობენ და რა სახის პროგრამები დაემატება ზემოთ აღნიშნულს, მათთვის ჯერჯერობით უცნობია.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10OMmoC

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან