რუსეთის მორიგი მუქარა
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო გლობალური კატასტროფით იმუქრება. ამის შესახებ ვიაჩესლავ ვოლოდინი თავის „ტელეგრამ“ არხზე წერს. რუსეთის დუმის სპიკერის აზრით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს მსოფლიო საშინელი ომისკენ და სულ სხვანაირი საომარი მოქმედებებისკენ მიჰყავთ. მისივე თქმით, უცხოელმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ეს შესაძლოა დასრულდეს მსოფლიო მასშტაბის ტრაგედიით და მათი ქვეყნების განადგურებით. ვოლოდინი ასევე მიანიშნებს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც. „უსაფუძვლოა არგუმენტები, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ადრე არ გამოუყენებიათ მასობრივი განადგურების იარაღი ლოკალურ კონფლიქტებში, რადგანაც ეს სახელმწიფოები არ დამდგარან ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც მათ მოქალაქეებს და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება“, – წერს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის მორიგი მუქარა
TV3
რუსეთის მორიგი მუქარა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კრემლის მუქარის გზავნილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მორიგი მუქარა და ომის დაწყების საფრთხე
Temur Bjania
#ახალიკვირა რუსეთის მუქარა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სერგეი ლავროვის მუქარა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მუქარა და NATO-საქართველოს ურთიერთობები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster