ზუგდიდში მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსს ითხოვენ
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ორგანიზატორები სტატუსის გარდა, სკოლებსა და ბაღებში მეგრული ენის სწავლებასა და ეკლესიებში ქადაგებას ამავე ენაზე ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეგრული ენის გაქრობის საფრთხეს ხედავენ.„ბაღში ბავშვმა უნდა იცოდეს მეგრული ენა მშობლისგან, იქ კი ქართულს სწავლობდეს. პირველი 6 კლასი უნდა იყოს სწავლება მეგრულად, შემდეგ კი ქართულად, ღვთისმსახურება კი ბატონო, იყოს ქართული, მაგრამ სასულიერო პირმა მიმართოს მრევლს მეგრულად. მეგრელმა, სასურველია, მეგრულად ილოცოს. მოვითხოვთ ხელმოწერის რატიფიცირებას, რომელიც ჯერ კიდევ 1999 წელს ევროსაბჭოში დაიდო“, - აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა „აიას“ თავმჯდომარემ ედემ იზორიამ.მისივე თქმით, შესაბამისი მოთხოვნების შესასრულებლად ისინი ხელისუფლებასა და პატრიარქს მიმართავენ და დოკუმენტს ხელმოწერებით შესაბამის უწყებებს მიაწვდიან. აქციას ზუგდიდის ცენტრში 40-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო. რეგიონალური ენების ან ენობრივ უცირესობათა ევროპის ქარტია ძალაში 1998 წელს შევიდა. საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წელს გახდა, თუმცა ქარტიის რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია. რატიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს სხვადასხვა ვალდებულების შესრულება დაეკისრება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ვლაქერნობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ყველა ბიუსტს სამოქალაქო აქტივისტებმა თვალზე წითელი...
Maestro Television
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვერ დაგვაბრმავებთ - ზუგდიდში აქციის ძალის გამოყენებით დაშლა...
Radio Atinati
გაერთიანებული ოპოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების...
Radio Atinati
კომბინატის სპორტკომპლექსის გადასარჩენად
მაუწყებელი • Mautskebeli
ზუგდიდში კიბოს სკრინინგის თემაზე იმსჯელეს
Radio Atinati
დღეს ზუგდიდში...
odishitv