დიდი შვიდეულის ერთობლივი განცხადება


უკრაინასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებიც და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ: „მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა, მოახდინოს დაძაბულობის დეესკალაცია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან და სრულად დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები. ძალის გამოყენებით სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი საფრთხე ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, ჰელსინკის აქტს, პარიზისა და ეუთო-ს სხვადასხვა შეთანხმებებს. მიუხედავად იმისა, რომ მზად ვართ პრობლემის დიალოგით გადაჭრისთვის, რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას მოჰყვება მასშტაბური შედეგი, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური სანქციები; ფართო და ინდივიდუალური სანქციები, რომელიც დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას“, – წერია განცხადებაში.

დიდი შვიდეულის ქვეყნები კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან