საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში


ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დღეს ზავის ბოლო დღეა. დაგეგმილია „ჰამასის“ ტყვეობიდან 11 მძევლის გათავისუფლება. გუშინ, სამშვიდობო ზავის მესამე დღეს „ჰამასმა“ ისრაელის 14 და უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, 39 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ შორის არის აშშ-ის მოქალაქე ოთხი წლის აბიგაილ აიდანი. გათავისუფლებულები გვიან ღამით პირველადი შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ოჯახის წევრები დახვდნენ.

პარალელურად, ეგვიპტის ოფიციალური პირების განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 120 სატვირთო მანქანა, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით, ღაზის სექტორში შევიდა. „ჰამასი“ ისრაელთან ოთხდღიანი ზავის გახანგრძლივების მომხრეა. რაც შეეხება ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოზიციას - ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მზად არის, გააგრძელოს მოქმედი ზავი, თუმცა დასრულებისთანავე, ისრაელი სახმელეთო ოპერაციას სრული ძალით დაუბრუნდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან