საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში


ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ რთულია. ცოტა ხნის წინ, დაახლოებით 80 სასწრაფო დახმარების მანქანა ექვპტიდან რაფას გამშვები პუნქტის გავლით, ღაზაში შევიდა, რათა დაჭრილ პალესტინელ პაციენტებს დახმარება გაუწიონ. ამის შესახებ მედიას ინფორმაციას ეგვიპტის საზღვრის წარმომადგენელი აწვდის. პარალელურად, ღაზის სექტორში ინტერნეტკავშირი ისევ შეწყდა - ინფორმაციას პალესტინის სატელეკომუნიკაციო კომპანია „პალტელი“ ავრცელებს. მიზეზი ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა და გაფართოებული სახმელეთო ოპერაციაა. ამასთან, ისრაელმა წითელ ზღვაში სამხედრო ხომალდები განათავსა იემენიდან ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების პასუხად. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, ხომალდები სიტუაციის შეფასების შესაბამისად, თავდაცვის გაძლიერების მიზეზით შეიყვანეს. ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-ზე მეტია, დაჭრილია 150 ადამიანი. გასულ ღამეს, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ ტერორისტებთან ბრძოლისას კიდევ ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა. დაიჭრა ოთხი სამხედრო. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ისრაელია. მისი თქმით, ამ იერიშის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური, იბრაჰიმ ბიარი მოკლეს. მოიერიშე თვითმფრინავების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაინგრა მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც „ჰამასს“ ეკუთვნოდა. დარტყმებისას ასევე დაზიანდა ახლომდებარე შენობები. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ბიარი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვინც 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზეა პასუხისმგებელი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან