საგანგებო ზომები და პრევენციული ღონისძიებები


ზუსტად 27 საათში საქართველოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჩაიკეტება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყანა საგანგებო ზომებს ამკაცრებს. მაქსიმალურად იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე გასვლა. დღეს გაცემულია რეკომენდაცია, რომ მუშაობა შეაჩერონ და ადგილზე მიტანის სერვისებს მიმართონ კაფეებმა, ბარებმა და რესტორნებმა. დამსვენებლებს ვეღარ მიიღებენ სამთო კურორტებიც, სადაც საბაგიროები დღეიდან დახურულია. 

ამ ეტაპზე მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ ამ გადაწყვეტილების მიღება გამორიცხული არ არის. შეზღუდვები არ ამოქმედებულა სავაჭრო ცენტრების, მაღაზიების და სპორტული კომლექსების მიმართ, თუმცა ზოგადად თავშეყრის ადგილებისგან თავშეკავების შესახებ მოქალაქეები გაფრთხილებულები არიან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან