მთავრობის პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსის წინააღმდეგ

12.03.2020 06:55

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ საქართველოში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. უქმდება სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებები და შესაძლოა მალე ხალხმრავალი შეკრებებიც აიკრძალოს, რისგან თავშეკავება რეკომენდაციის სახით უკვე გაცემულია. სახელმწიფო უწყებების გარდა თანამშრომელთა დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია ეძლევა კერძო კომპანიებსაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ახალი შემთხვევები მოიმატებს. ამიტომ შემუშავებულია მოვლენათა განვითარების სამი სცენარი. იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ბოლო ორ კვირაში ნამყოფ პირებს საქართველოში დაბრუნებისთანავე იზოლაციაში გაუშვებენ.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო