არსებობს თუ არა რეალური მტკიცებულებები ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ
ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის გარშემო აგორებული სკანდალი მეორე დღეა, განხილვის მთავარი თემაა. ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ნიკოლოზ ბასილაშვილი კამერებთან ჯერ არ გამოჩენილა, ისევე როგორც ნელი დოროყაშვილი, რომელიც პრეს-კონფერენციას დღეს გეგმავდა, თუმცა მედიასთან შეხვედრა გადადო. ავჭალაში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც დოროყაშვილის მტკიცებით, 21 მაისს ყოფილმა ქმარმა მასზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა, სათვალთვალო კამერებია. ამოღებულია ვიდეო-ჩანაწერი, რომელმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მას ახლა გამოძიება იკვლევს. ცნობილი სპორტსმენი ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ თავადაც აპირებს სამართლებრივი დავის დაწყებას. ცვლილებები შედის იმ მორიგების აქტშიც, რომელიც ცოლ-ქმრის განქორწინების შემდეგ გაფორმდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რა ბედი ელის ტიტულოვანი ჩოგბურთელის კარიერას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქოცი დეპუტატი მარიამ ლაშხი: დუ იუ ბილივ ებაუთ მასონზ?
Geminus Janus
როგორ ხდება ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტი?
ამერიკის ხმა
როგორ იმართება ბირთვული იარაღი
TV IMEDI
GMZATV - ჩუპაკაბრა
GMZA TV
საპენსიო სესხის პროცენტი მცირდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
№5 2022 აკაკი ჯორჯაძე - ქვეყნის გამოსავალი ნეიტრალიტეტი და კ...