ქოცი დეპუტატი მარიამ ლაშხი: დუ იუ ბილივ ებაუთ მასონზ?
ლუის გუდალი - ჩვენ ვესაუბრეთ თქვენი უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს. ისინი ღრმად არიან დარწმუნებული, თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ რომ ისინი ცდებიან, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია თქვენი კანონის გამო. რატომ ცდებიან ისინი? მარიამ ლაშხი - მინდა ვთქვა, რომ ქუჩაში ვხედავთ ხალხს, რომელთა ნაწილს სჯერა, რომ საფრთხე მართლა არსებობს. მე მიყვარს მტკიცებულებები. როცა ვნახავთ მტკიცებულებებს, და ეს არის ქართული ოცნების 12 წლიანი მმართველობის შედეგი, გამოჩნდება, რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე დემოკრატიული, როგორც ახლა. საქართველო არასოდეს არ ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან, როგორც ახლა. გუდალი - ისინი ამბობენ, რომ ამ კანონით თქვენ მთავრობას შეეძლება განსხვავებული აზრის ჩახშობა, იმ ორგანიზაციების აკრძალვა, რომელიც არ მოსწონს. თუ ასეთი დემოკრატიაა, მაშინ რად გინდათ ეს კანონი? ლაშხი - ეს ყველაფერი აღქმაა. ჩვენ ვართ ისეთ ერაში, როცა აღქმები ბევრ რამეს განსაზღრავს. აღქმებიდან რეალურ სიტყვებზე გადავალთ, და ეს არის ერთ ერთი ყველაზე მარტივი კანონი, რომელიც ამ 4 წლის მანძილზე მინახავს. გუდალი - თქვენმა პრემიერმინისტრმა გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა. რა არის გლობალური ომის პარტია? ლაშხი - ეს არის რაღაც, რაც... გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვამბბობდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ, საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ, რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც... გუდალი - მოიცადეთ, ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ... რას აკეთებენ ფრიმასონები? თქვენი აზრით, ფრიმასონები გლობალური ომით მანიპულირებენ? ლაშხი - მე პირადად უბრალოდ ვადარებ მათ, ფრიმასონებს, რომლებიც ცალკე მდგომი ძალაა, რომლებსაც პიროვნულად არ ვიცნობთ. გუდალი - და ფრიმასონების გარდა სხვა ვინ? ლაშხი - მასონების, რომლებსაც გავლენა აქვთ და ვაღიარებთ, რომ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, ამის მსგავსი ძალაა. გუდალი - გლობალური ომის პარტიის წევრები მასონების გარდა ვინ არიან? ლაშხი - ნუ, არ ვიცი... გუდალი - თქვენმა პრემიერმინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა და „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა ევროკავშირისა და აშშ-ს მანიპულირებაში... ლაშხი - რომლებსაც აქვთ გავლენა, ხომ?! პიროვნულად არ ვიცი, მაგრამ არის დამატებითი ძალა, რომელსაც ასეთი გავლენა აქვს გუდალი - მთელი პატივისცემით, თუ თქვენი პრემიერი ადამიანებს ადანაშაულებს, რომ არის ჩრდილოვანი ორგანიზაცია, რომელიც გლობალური მასშტაბით ომს ამზადებს, რომელსაც გავლენა აქვს ევროკავშირზე, ორგანიზაციაზე, რომელშიც გაწევრიანების იმედი გაქვთ, არ გგონიათ, რომ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს? ლაშხი - კი, რა თქმა უნდა და ჩვენ გვყავს მაღალჩინოსნები, რომლებიც... ესეც (რედ. - ეს ინტერვიუ) მათთან შეხმიანების გზაა. გუდალი - ვისთან? ლაშხი - ანუ, მათ ვეხმიანებით, ვინც არიან... გუდალი - მაგრამ ვინ არიან? ეს შეთქმულების პოლიტიკას ჰგავს. ლაშხი - დიახ, შეგვიძლია შეთქმულება დავარქვათ. გუდალი - ესე იგი, გჯერათ, რომ ამჟამად შეთქმულება არსებობს, რომელბიც გლობალური ომს ამზადებს ან დასავლეთს აიძულებს, რომ ომში ჩაერთოს? ლაშხი - ჩვენ ამის მტკიცებულება ვნახეთ. [...] გუდალი - არ არის მართალი, რომ თქვენმა პარტიამ, თქვენმა პრემიერმა და თქვენმა მილიარდერმა სპონსორმა მოამზადეთ ეს შეთქმულებები გლობალური ომის პარტიის შესახებ, რათა თქვენი ძალაუფლება გაიმყაროთ, თქვენი მოსახლეობა დააკმაყოფილოთ, უთხრათ, რომ ეს ხალხი თქვენს წინააღმდეგაა და ჩვენ მათგან დაგიცავთ? ეს ხომ ადამისდროინდელი ამბავია. ლაშხი - არა. გუდალი - არც კი შეგიძლიათ, რომ დაასახელოთ ვინ არიან ეს ადამიანები. ვინ არიან ამ გლობალური ომის პარტიაში? ეს სრულიად გამოგონილს ჰგავს. ლაშხი - არა, ეს არ არის გამოგონილი. ეს ფაქტებზეა. მტკიცებულებებზეა. [...] გუდალი: შეგვეძლო, ამ ინტერვიუდან კიდევ უფრო მეტი გვეჩვენებინა. ძალიან ბევრი გაგებით, გაოგნებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა მას იმის, რასაც ამბობს, მრავალმხრივ შემაძრწუნებელი იყო ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხი ბრიტანულ პოდკასტზე The News Agents, 17 მაისი, 2024 https://podcasts.apple.com/us/podcast...
Geminus Janus-ის სხვა ვიდეოები
მუხრან მაჭავარიანი: ტა, ტა, ტა, ტა! კითხულობს ბაჩო...
ივანიშვილი: მე მოვედი ამ ხალხის გამოყენებით, ყველა...
ივანიშვილის მადლობა საკუთარ თავს
01:11:46
მეგრული ღმერთის ენაა. ქრისტე ნოჯიხევში დაიბადა. ყუ...
00:02
შენ დაგუგლული მოხვედი?
00:18
ივანიშვილი: 2030 წლისთვის ჩვენი ეკონომიკა იტალიისა...
00:10
ინაშვილი: მარტო ერთ ქორწილში 500 ტაშს მიკრავდა, რო...
01:11
ივანიშვილი: ჩემს ხალხს სიცოცხლის ფასად ვემსახურები
მსგავსი ვიდეოები
ქოცი დეპუტატი: უბეში ჩავისვით გაყინული გველი, გავალღვეთ, ახლ...
Geminus Janus
ქოცი დეპუტატი რიმა ბერაძე: 1 ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმა...
Geminus Janus
ქოცი დეპუტატი: ერთი საშოდან გამომძვრალ უკუღმა დაბადებულებს უ...
Geminus Janus
ქოცი დეპუტატი: მთვრალმა ქართველებმა დიდგორზე დაბოლილი თურქებ...
Geminus Janus
ქოცი დეპუტატი: მოგესალმებით შეყვარებულო ქალბატონო ინგა
Geminus Janus
ქოცი დეპუტატი: ვერ შევეგუებით პორნო-დამოკიდებულებას
Geminus Janus
უკიდურიესი ქოცი დეპუტატი უნდა იყო, რომ ყველა კვლევაზე რაც არ...
Formula News
გულწრფელი გუგული: სახელმწიფო ვერ დაეხმარება კარგი ცხოვრების...
Geminus Janus