უკრაინის პრეზიდენტმა რამშტაინის თავდაცვის კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მოგვიანებით კი, ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო, რადგან მსოფლიოსთვის სულ უფრო აშკარა ხდება, რომ უკრაინის ცის დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია. ზელენსკის განცხადებით, ასევე სიახლეებია უკრაინის არმიის თანამედროვე საარტილერიო სისტემებით გაძლიერებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე უკრაინის დასახმარებლად გამართულ დონორი ქვეყნების შეხვედრაზე, რომელსაც მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მისი თქმით, მთავარი საკითხი უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენა იყო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზთან არსებულ ყველა რაიონში მძიმე ვითარებაა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.