საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. მანამდე კი დავით ზალკალიანი ნატო-ში აკრედიტებულ ელჩებს ესაუბრა. დიპლომატებმა ზალკალიანს ის პოზიცია გააცნეს, რომელიც წინა კვირას ნატო-რუსეთის კომისიის სხდომაზე, რუსეთის წარმომადგენელთან დააფიქსირეს. ზალკალიანის განცხადებით, დიპლომატებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორები მყარად რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არ გადაიხედება და საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს რომელ ალიანსში სურს გაწევრიანება. ქართული მხარე ახლა უკვე ნატო-ს მადრიდის სამიტისთვის ემზადება, სადაც ალიანსმა სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ პოლიტიკურ დეკლარაციაში საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიო ჩანაწერი გაკეთდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.