დებატები ევროპარლამენტში


რაც შეეხება უშუალოდ დებატებს. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ეს პოზიტიური და გამამხნევებელი გზავნილია. მისივე განცხადებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიისადმი და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება.

ოლივერ ვარჰეის განმარტებით, რეფორმებსა და ევროკომისიის მიერ დასახულ პრიორიტეტებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ანალოგიური მოწოდებით გამოვიდნენ დებატების მონაწილე დეპუტატებიც. საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იყო მოწოდება ხელისუფლებისადმი, რომ უზრუნველყონ სააკაშვილის სათანადო მკურნალობა. ევროდეპუტატებმა საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან