თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი


თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. კინოთეატრ ამირანში ფესტივალს ფილმი „მისტერ ჯონსი“ გახსნის, რომლის პრემიერასაც მისი ავტორი, პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი დაესწრება. 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“, წელს  ჰოლანდის სხვა ფილმებიც იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება და საკონკურსო პროგრამაში 30-მდე ქართული ფილმის პრემიერა შედგება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან