ნომინაცია ,,წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მეცნიერების დარგში''

14.12.2016 23:37

საზოგადოებრივი მაუწყებელი ირჩევს წლის საუკეთესო მოვლენას, ადამიანს, ინსტიტუციას 12 სფეროში და მათ, ვინც ამ მოვლენებში მთავარი როლი შეასრულეს. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ორ ნომინაციაზეა წარდგენილი: ”წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მეცნიერების დარგში” - საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ზენკენბერგის მუზეუმის ერთობლივი პროექტი ”Homo Erectus-ის 100+25 წელი: დმანისი და მის მიღმა”; ”წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაში” - ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრის ”შველი წყლის პირას” საქართველოში დაბრუნება. ხმის მიცემა შეგიძლიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის https://goo.gl/2HeZ3R და Facebook გვერდის https://goo.gl/zpas14 საშუალებით. ხმის მიცემა 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია 12 საათში ერთხელ. გამარჯვებული გამოვლინდება ხმათა უმრავლესობით.

გაზიარება: