MDF მედიაწიგნიერების ფორუმი 2022
26-27 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდმა (MDF), UNESCO-ს მედიამ და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში უმასპინძლა ყოველწლიურ მედიაწიგნიერების ფორუმს. ღონისძიება განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით. ღონისძიებამ მედია და ინფორმაციული წიგნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესთავაზა შემდეგ თემატურ ვორკშოპები: გემიფიკაცია – „ცეცხლთან ცეცხლით ბრძოლა: როგორ გავხდეთ ბოროტი გენიოსი და ვმართოთ მსოფლიო", ლიზა პოოტი, გეოლოკაცია – „როგორ ვიმოგზაუროთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეოლოკაციის გამოყენებით”, მაიკო რატიანი, მითების დეტექტორი/MDF; მანანა თევზაძე, საქართველოს ლურჯი ფარი ნარატივდიზაინი – „როგორ შევქმნათ ჩეტბოტები”, სანდრო ასათიანი და მენტორი თამთა პაპუკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი კოდინგი – „რა არის კოდინგი და როგორ შევძლოთ კომპიუტერულ კოდთან მუშაობა”, სანდრო ასათიანი და გიორგი კვარაცხელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი თემატური ვორკშოპების გარდა ფორუმმა ტრადიციულად MIL თამაშების ბაზრობასაც უმასპინძლა და მონაწილეები გაეცნენ MDF-ის ახალ თამაშს „კიბერხოკერა“. ფორუმზე წარმოდგენილი იყო MDF-ის ახალი კვლევა, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის გავლენას სწავლობს. ღონისძიებაზე მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში მომზადებული კლიპების პრეზენტაციაც გაიმართა, რომელთაგან ერთ-ერთი #GlobalFact9-ის ნომინაციის „ყველაზე კრეატიული ფორმატი“ გამარჯვებულია. ფორუმი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდას და „მითების დეტექტორის” წლის საუკეთესო პუბლიკაციაც გამოავლინა. მედიაწიგნიერების ფორუმს მედიის განვითარების ფონდი 2019 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლობიანი მედია მოხმარებისთვის“ ფარგლებში მართავს.
Ilia State University-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ,,ილია – მამა"
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ნიზამი განჯევ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა -...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ”ფაუსტი”- მეორ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველას...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ერთი პოეტის ო...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „კიდევ ერთხელ...
მსგავსი ვიდეოები
მედიაწიგნიერების ფორუმი 2019
Mdf, Media development Foundation
მითლაბის მე-9 გამოშვების დაჯილდოება - ტანია ჰუთი
მითების დეტექტორი
მედიის განვითარების ფონდი მედიაწიგნიერებისთვის!
Mdf, Media development Foundation
ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!
Mdf, Media development Foundation
როგორ ამოვიცნოთ ტროლები? #5ნაბიჯი
მითების დეტექტორი
ყველაზე მედიაწიგნიერის სკოლა
Mdf, Media development Foundation
მედიაწიგნიერება
მითების დეტექტორი
მედიაწიგნიერება, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკული აზროვნებაა
Myth Detector