ნომინაცია ,,წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მეცნიერების დარგში''


საზოგადოებრივი მაუწყებელი ირჩევს წლის საუკეთესო მოვლენას, ადამიანს, ინსტიტუციას 12 სფეროში და მათ, ვინც ამ მოვლენებში მთავარი როლი შეასრულეს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ორ ნომინაციაზეა წარდგენილი:
”წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მეცნიერების დარგში” - საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ზენკენბერგის მუზეუმის ერთობლივი პროექტი ”Homo Erectus-ის 100+25 წელი: დმანისი და მის მიღმა”;

”წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სახვით ხელოვნებასა და არქიტექტურაში” - ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრის ”შველი წყლის პირას” საქართველოში დაბრუნება.
ხმის მიცემა შეგიძლიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის https://goo.gl/2HeZ3R და Facebook გვერდის https://goo.gl/zpas14 საშუალებით. ხმის მიცემა 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ხმის მიცემა შესაძლებელია 12 საათში ერთხელ. გამარჯვებული გამოვლინდება ხმათა უმრავლესობით.

ვიდეოები „ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum"-ისგან